ხურციძეების ამბავი
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
85.3K subscribers
946,637 views
1.7K

 Published On Nov 13, 2012

მიმდინარე წლის აგვისტოში 22 წლის ამერიკელმა მოცურავემ ელიზაბეთ სტოუნმა წარმატებით იასპარეზა ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებზე და პეკინის 2008 წლის თამაშების ვერცხლის მედალს ორი „ბრინჯაო" დაამატა: 100 მეტრზე ბატერფლაის სტილითა და ამავე დისტანციაზე გულაღმა ცურვაში. როცა რადიო თავისუფლების ვაშინგტონელმა კორესპონდენტმა რიჩარდ სოლაშმა სტოუნისგან ინტერვიუ აიღო, გაირკვა, რომ ელიზაბეთი საქართველოში დაბადებულა და მისი ქართული სახელი და გვარი ქეთევან ხურციძე ყოფილა. მარინა ვაშაყმაძის ვიდეორეპორტაჟი მოგითხრობთ ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში მცხოვრებ ხურციძეების ოჯახზე. შესაძლოა, ეს სწორედ ის ოჯახი იყოს, რომელშიც 22 წლის წინ დაიბადა ელიზაბეთ სტოუნი.

show more

Share/Embed