ანჩისხატის კარედის ტაძარში გადაბრძანების თაობაზე - ნორმებზე (კონფერენცია)
Anchiskhati ანჩისხატი Anchiskhati ანჩისხატი
3.4K subscribers
1,787 views
44

 Published On Mar 14, 2021

კონფერენცია გერმანელ სპეციალისტებთან - მუზეუმიდან ანჩისხატის უსაფრთხოდ გადმობრძანების ნორმებზე და მის სახელობის ტაძარში დაცულობის თაობაზე.

გერმანული სამუზეუმო ვიტრინების კომპანიის „Sehner“-ის ხელმძღვანელმა ბ-ნ იურგენ სენერმა და ანჩისხატის დაბრუნების პროექტის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ბ-ნ ზაზა ნანობაშვილმა ერთობლივად ჩაატარეს კონფერენცია - ანჩისხატის დედნის მუზეუმიდან უსაფრთხოდ გადმობრძანების ნორმისა და მისი ტაძარში მაღალი სტანდარტით დაცულობის შესახებ. "Sehner“-ი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა გერმანიაში, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში უამრავი სამუზეუმო პროექტი აქვს განხორციელებული და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.კომპანიამ, ანჩისხატის ტაძარში ვიტრინის კიოტი აგვისტოში განახორციელა. კიოტში დამონტაჟებულია აქტიური და პასიური კლიმატის რეჟიმები, ლედ ნათურების განათება და ცნობილი ფირმა „სილატეკის“ ბრონირებული მინა.კონფერენციაზე იურგერ სენერმა განმარტა, რომ ნებართვის შემთხვევაში - დაგეგმილია ხატის ზომისა და სპეციფიკის შესაბამისი შესაფუთი სისტემის შექმნა: ყუთი დამზადდება სერტიფიცირებული და მავნებლებისგან თავისუფალი პანელებისგან, შიგნიდან მოპირკეთებული იქნება ვიბრაციისაგან დამცავი მასალით, ასევე უზრუნველყოფილი იქნება სათანადო კლიმატით. "ჩვენ ხშირად გვქონია ასეთ სიძველეებთან შეხება და ხატის გადაბრძანება უსაფრთხოდ მოხდება"- განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

Maestro TV - სიუჟეტი

show more

Share/Embed