მომავლისათვის დაცული ისტორია
Radio Atinati Radio Atinati
6.35K subscribers
93 views
4

 Published On Aug 27, 2024

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს მუზეუმთა შორის.
ოდესღაც უფრო ფართო კომპლექსიდან სადღეისოდ 2 სასახლე და კარის ეკლესია შემოგვრჩა. დადიანების სასახლეების კომპლექსი მოიცავს დედოფლის და ნიკოსეულ სასახლეს და კარის ეკლესიას, იქვე მდებარეობს დადიანების მიერ გაშენებული უნიკალური ბოტანიკური ბაღი, სადაც მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან ჩამოტანილი მცენარეებია წარმოდგენილი.

მუზეუმის სათავეებთან იდგა აკაკი ჭანტურია, ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, სამუზეუმო საქმის სპეციალისტი და კიდევ მრავალ პროფესიაში სამეცნიერო ხარისხის მქონე უნივერსალური განათლების პიროვნება. მუზეუმის დაარსებას ჯერ კიდევ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის დროს, 1919 წელს ჩაეყარა საფუძველი, ხოლო 1921 წლის პირველ მაისს მუზემმა პირველ დამთვალიერებელს უმასპინძლა.

დადიანები სამეგრელოს 12-ე საუკუნიდან, მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებამდე, სამთავროს გაუქმებამდე განაგებდნენ.

მუზეუმის ადმინისტრაციის სახელით დიდი მადლობა მინდა გადაუხაროUSAID- საქართველოს დადიანების სასახლეთა კომპლექსის ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული მხარდაჭერისათვის. კომპანია “ჯეპრა”-მ შეასრულა უმაღლესი ხარისხის სამუშაო, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, სფეროში არსებული ტურისტული პროდუქტების ანალიზს დ ამუზეუმის შესაძლებლობების კვლევას. ამ ყველაფერზე დაფუძნებით, მუზეუმის კოლექტივთან ერთობლივი მუშაობით მივიღეთ სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მუზეუმის განვითარებას ყოველ დღე ხელსუწყობს. დიდი მადლბა კომპანის “ჯეპრა”-ს და მის თანამშრომლებს მაღალიპროფესიონალიზმით შესრულებული სამუშაოსათვის, გასაკუთრებით შთამბეჭდავი და სასარგებლო იყო ტრეინინგები, რომელიც კომპანიამ ჩაუტარა მუზეუმის იმ თანამშრომლებს, რომელთაც, ყიველდღიური მუშაობა უწევთ გამოფენების სტუმრებთან. დიდი მადლობა კომპანიის თითოეულ თანამშრომელს. აუცილებლად უნდ ააღინიშნოს, რომ ჯეპრა, ყოველდღიურად გვეხმარება მარკეტინგული ამოცანების სწორად ჩამოყალიბებაში და გეგმის სრულფასოვნად შესრულებისთვის დღესაც აქტიურად ვთანამშრომლობთ

show more

Share/Embed