პრაგმატული პოლიტიკური აზროვნების მასტერკლასი ალტ-ინფოსგან
Tornike Pkhaladze Tornike Pkhaladze
4.11K subscribers
93 views
5

 Published On Sep 18, 2024

🔴 ალტ-ანალიტიკა (18.09.2024)
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - კონსერვატიული მოძრაობა

🔴 საქართველოს პატრიოტთა ალიანსის (კონსერვატიული მოძრაობის) გეგმები და თეზისები

საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა (იგივე კონსერვატიულმა მოძრაობამ - რომლებსაც არჩევნებზე ექნებათ ნომერი 8.) გამოაქვეყნა საკუთარი ხედვები და შეხედულებები თუ რა არის გასაკეთებელი სახელმწიფოში, რა რეფორმებია გასატარებელი და რისი მიღწევისთვის იბრძოლებენ ხელისუფლებაში მოსვლის ან პარლამენტში შესვლის შემდეგ. მუშაობა მიმდინარეობს და დეტალური პროგრამა მალე დაიდება, ხოლო თეზისები ასეთია:

1. რეალური რეფერენდუმის უფლება.

2. არჩევითი სახალხო დამცველი.

3. გენდერული კანონმდებლობის გაუქმება და ამ კანონმდებლობით დაპატიმრებულთა ამნისტია.

4. რეალური ანტიმონოპოლიური სამსახურის ჩამოყალიბება.

5. სახელმწიფო დაბალპროცენტიანი სესხები ქართული ბიზნესისთვის.

6. ქართული ბიზნესის და წარმოების დაცვა უცხოური პროდუქციის დამატებითი დაბეგვრით.

7. რუსული და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ბაზრების გახსნა ქართველი მეწარმეებისთვის და საქართველოში ნაწარმოები პროდუქციისთვის.

8. სტრატეგიულ რესურსებზე და ობიექტებზე სავალდებულო სახელმწიფო თანამესაკუთრეობის პრინციპი მინიმუმ 51%-იანი წილით (საქართველოს სახელმწიფო უნდა ფლობდეს დიდწილად ყველა სტრატეგიულ ობიექტს და რესურსს და არ უნდა იყოს გასხვისებული უცხოელებზე ან თუნდაც საქართველოს მოქალაქე ცალკეულ პირებზე ისე, რომ ისინი ფლობდნენ უმეტეს წილს. შემოსული ფულით კი უნდა შეივსოს სახელმწიფოს ბიუჯეტი და გადანაწილდეს მოსახლეობაზე საერთო კეთილდღეობის ზრდისთვის).

9. სრულიად უფასო ჯანდაცვა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით (და პრევენციული მედიცინის განვითარება).

10. სახელმწიფო აფთიაქების ქსელის შექმნა ყველა რაიონში, რომლებიც შეღავათიან ფასში გაყიდიან წამლებს. თითქმის საკუთარ ფასში (რაც რამდენჯერმე შეამცირებს წამლების ფასებს - ნამატი იქნება იმდენად მინიმალური, რომ უბრალოდ ამ აფთიაქების ინფრასტრუქტურამ თვიდან თვემდე შეძლოს ფუნქციონირება და შეძლოს დასაქმებულებისთვის ხელფასის გაცემა).

11. ფინანსური დახმარებები მრავალშვილიან ოჯახებს (დემოგრაფიული ზამთრის შესაჩერებლად).

12. აბორტის აკრძალვა (გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც დედის ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული, რასაც ექიმი განსაზღვრავს).

13. ქართული მიწა ქართველ გლეხს. უცხოელებზე მიწის გასხვისების მკაცრი აკრძალვა.

14. ადგილობრივი ჩამბარებელი და გადამამუშავებელი საწარმოების სისტემის შექმნა.

15. მთის საძოვრებზე გადასახადების გაუქმება (იმისთვის, რომ არ დაიცალოს ქართული მოსახლეობისგან მთა სრულად, ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, სასაზღვრო ტერიტორიებია).

16. რელიგიის გაკვეთილები სასკოლო პროგრამაში.

17. მაღალი ხელფასები და სოციალური გარანტიები მასწავლებლებს.

18. უფასო კვება და უფასო გახანგრძლივებული კლასები სკოლებში.

19. ძალისმიერი სახეობების უფასო სექციები ყველა სკოლაში.

20. კაზინოების სრულად აკრძალვა (ეს არის ქვეყნის ეკონომიკის მტვერსასრუტი, მაგალითად, რა მოგებაც ქვეყანას შემოსდის წლიურად ტურიზმით, მთლიანად ისევ ქვეყნიდან გაედინება კაზინოების მეშვეობით, ვინაიდან მოსახლეობის მიერ კაზინოებში წაგებული ფულის რაოდენობა წლიურად შეადგენს რამდენიმე მილიარდ დოლარს).

show more

Share/Embed