ლევან ბერძენიშვილის და ლევან გიგინეიშვილის ერთობლივი საჯარო ლექცია
Regional network for cooperation and development Regional network for cooperation and development
378 subscribers
96,870 views
809

 Published On May 26, 2016

15 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, საჯარო ლექცია წაიკითხეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა: ლევან ბერძენიშვილმა და ლევან გიგინეიშვილმა.

მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებასთან ისაუბრეს უმაღლესი განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და როლზე. აგრეთვე, უმაღლესი განათლების დღევანდელ მდგომარეობასა და ბოლონიის პროცესზე.

საჯარო ლექციას დაესწრნენ სტუდენტები და ხუთი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია “თანამშრომლობის და განვითარების რეგიონული ქსელი”, რომელიც ახორციელებს პროექტს, „უმაღლესი განათლების წახალისება და პოპულარიზაცია აჭარის რეგიონული განვითარებისათვის’’, ფონდ ''ღია საზოგადოება საქართველოს'' ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია უმაღლესი განათლების წახალისება და პროფესიული არჩევანის უკეთესი პრაქტიკის დანერგვა აჭარის მაღალმთიანი სკოლის მოსწავლეებისთვის.

show more

Share/Embed