შემოდგომა თბილისში
Fund Of Georgian Notes © Fund Of Georgian Notes ©
308 subscribers
778 views
12

 Published On Aug 31, 2024

‪@MuseScoreSheetMusicVideos‬

კომპოზიტორი: შ. მილორავა
ტექსტის ავტორი: ი. ნონეშვილი

=============================================

შემოდგომას სულ პირველად
რუსთაველზე გაიგებ.
ქარი ფოთლებს, ჭადრის ფოთლებს,
გაშლის, ფეხქვეშ გაიგებს.

წინ მიუძღვის სავსე ურმებს,
ვით ფეხმარდი მოამბე,
ღვინისა და ხილის სურნელს
თბილისშიაც მოაფენს.

მოდის, მოდის შემოდგომის
დოვლათი და ბარაქა,
მოილხინოს, გაიხაროს
მთელმა თბილის-ქალაქმა.

არიგებულ, ჩარიგებულ
ხალებსა და ყაფანზე,
ყველა თავის შრომის ნაყოფს
და მოსავალს აფასებს.

შემოდგომის ქარი ქრის თუ
გაზაფხულის დარია?!.
ლამაზები სეირნობენ,
განა მართლა ქარია!

შემოსულა შემოდგომა
დოვლათით და ბარაქით
და მასპინძლობს ხელგაშლილი
მთელი თბილის-ქალაქი.

show more

Share/Embed